• ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი


    ეს ფესტივალი დაფუძნდა 2015 წელს, დიდი ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
    ფესტივალი მიზნად ისახავს ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით სინთეზს თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და ასევე, იმ მნიშვნელოვანი მონაპოვრების წარმოჩენას მსოფლიო კლასიკური თუ ქართული მუსიკიდან, რომლებიც ახლოს დგას პოპულარულ ჟანრთან.
    წელს ქართველ მსმენელს შესაძლებლობა ეძლევა მოუსმინოს ლეგენდარულ ჯაზ ვოცალურ ანსამბლს TAKE 6 (აშშ) და ჯაზ- ვარსკვლავს, კომპოზიტორს, მომღერალსა და პიანისტს ივან ლინს (ბრაზილია), ასევე, კიდევ ერთხელ ეზიარონ ქართული ხალხური მუსიკის უნიკალურ იმპროვიზაციულობას და ფესტივალის დასასრულს დაესწრონ კონცერტს, რომელშიც გაჟღერდება ჯანსუღ კახიძის ყველასთვის საყვარელი სიმღერები.
  • 12 მაისი, ხუთშაბათი ფესტივასლის გახსნა -TAKE 6 (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 15 მაისი, კვირა ჯაზი და ქართული ხალხური სიმღერა (20:00)
    ფოლკლორული ანსამბლი "რუსთავი"
    ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი"
    ფოლკლორული ანსამბლი "გეორგიკა"
    ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი"
    ფოლკლორული ანსამბლი "სახიობა"
    ფოლკლორული ანსამბლი "კვირია"
  • 21 მაისი, შაბათი ივან ლინსი და მეგობრები (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 24 მაისი, სამშაბათი ჯანსუღ კახიძის სიმღერები (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 25 მაისი, ოთხშაბათი ჯანსუღ კახიძის სიმღერები (20;00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე