• ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი


    უკვე მესამედ ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წარმოგიდგენთ ჟანრულად მრავალფეროვან კონცერტებს მსოფლიო პოპულარული მუსიკის ვარსკვლავებისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით. ამჯერად თბილისს ესტუმრებიან - ლეგენდარული მომღერალი პატი ოსტინი (აშშ), სახელგანთქმული ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი - ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო (აშშ)) , ცნობილი ვოკალური ანსამბლი The Real Group (შვედეთი). ასევე ფესტივალი ტრადიციულად შემოგვთავაზებთ საინტერესო პროექტს ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით. წელს ფესტივალის სტუმარია ეთნო-ჯაზ ჯგუფი "ირიაო".
  • 10 მაისი, ოთხშაბათი ფესტივალის გახსნა - ანსამბლი "ირიაო" (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 13 მაისი, შაბათი ბობ ჯეიმსის ტრიო (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 17 მაისი, ოთხშაბათი ვოკალური ანსამბლი "The Real Gourp" (20:00)
  • 20 მაისი, შაბათი პატი ოსტინი (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორეკსტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე