• ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-4 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი


    უკვე მეოთხედ ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 3-დან 23 მაისის ჩათვლით გამართავს "ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს", რომელიც მიზნად ისახავს თბილისის მუსიკალური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით თანამშრომლობას..
    წელს ფესტივალის უცხოელი სტუმრები იქნებიან: სახელგანთქმული ვოკალური ანსამბლი ბრიტანეთიდან The Swingles, ჯაზ დივა აშშ-დან დი დი ბრიჯვოტერი, ვირტუოზი ინსტრუმენტალისტების ანსამბლი ავსტრიიდან Janoska Ensemble. ფესტივალი ტრადიციულად ერთ კონცერტს უთმობს ქართული პოპულარული მუსიკის წარმოჩინებას. წელს ფესტივალის ფარგლებში გამოვა ცნობილი ქართველი ჯაზ მომღერალი - მაია ბარათაშვილი, რომელიც სცენაზე მოღვაწეობის 25 წლისთავს აღნიშნავს,. ამ კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას მისი ინსტრუმენტულ ჯგუფი და თბილისის ბიგ-ბენდი.
  • 3 მაისი, ხუთშაბათი The Swingles და თბილისის სიმფონიური ორეკსტრი (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 10 მაისი, ხუთშაბათი დი დი ბრიგვოტერი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 19 მაისი, შაბათი იანშკა ანსამბლე ხვდება სიმფონიურ ორკესტრს (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
  • 23 მაისი, ოთხშაბათი მაია ბარათაშვილი -25 წელი სცენაზე (20:00)
    თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    თბილისის ბიგ-ბენდი
    დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
    გივი გაჩეჩილაძე