ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2025
ჯ.კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეათეჯერ ჩატარდება. საიუბილეო გამოშვება მაყურებელს 6 კონცერტს სთავაზობს, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობს თბილისის სიმფონიური ორკესტრი პოპულარული მუსიკის უცხოელ და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად. წლევანდელ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კინო მუსიკის შედევრები უნგრელიი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით, ცნობილი ამერიკული ანსამბლების New York Voices და Kennedy Administration, გა მორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდისა და პოპულარული ქართველი მომღერლის ეკა მამალაძის კონცერტები ორკესტრის თანხლებით. ასევე, წელს აღინიშნება ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილე, რომელსაც მისი სასიმღერო შემოქმედების 2 საღამო მიეძღვნება.
-
27 აპრილი, კვირა
მსოფლიო კინო მუისკა (20;00)
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი: გაბორ ჰოლერუნგი
-
4 მაისი, კვირა
ეკა მამალაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი (20:00)
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
-
11 მაისი, კვირა
New York Voices და თბილისის სიმფონიური ორკესტრი (20:00)
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
-
15 მაისი, ხუთშაბათი
რობერტიკო გარსია და თბილისის სიმფონიური ორკესტრი (20:00)
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
-
18 მაისი, კვირა
Kennedy Administration და თბილისის სიმფონიური ორკესტრი (20:00)
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
-
24 მაისი, შაბათი
ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილე (20:00)
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი: ვახტანგ კახიძე
-
25 მაისი, კვირა
ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილე (20:00)
თბილისის სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი: ვახტანგ კახიძე