• ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი


    ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ ახალ ფესტივალს, რომელიც დიდი ქართველი მუსიკოსის - მომღერლის, საგუნდო დირიჟორის, ხალხური სიმღერების შემკრებისა და პედაგოგის ანზორ ერქომაიშვილის სახელს ატარებს!
    ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის წარმოშობა განპირობებულ იქნა მისი სახელის უკვდავსაყოფად და მადლიერების გამოხატულებად იმ საქმისადმი, რომელიც მან ქართული ფოლკლორის გადარჩენისა და განვითარებისათვის გასწია.
    ფესტივალის სტატუსი საერთაშორისოა, თუმცა წელს, მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ვერ ხერხდება ფოლკლორული ანსამბლების სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანა, რის გამოც საკონცერტო პროგრამებით, მხოლოდ ქართული ანსამბლები წარსდგებიან მსმენელის წინაშე.
    ფესტივალი წელს ოთხ კონცერტს წარმოადგენს:
    12 ივნისი - საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი“
    13 ივნისი - ქართული სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“
    19 ივნისი - საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი
    20 ივნისი - აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“
    ფესტივალის პირველი მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
    ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ელექტრონულად პორტალზე www.biletebi.ge
  • 12 ივნისი, შაბათი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი - ანსამბლი "რუსთავი"
    12 ივნისს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს „რუსთავი“. ის 1968 წელს შეიქმნა . თავისი არსებობის მანძილზე ანსაბლმა გამართა 5000-მდე წარმატებული კონცერტი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში. „რუსთავს“ ჰქონდა გამოსვლები ისეთ პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში როგორიცაა „ოლიმპია“ და „სალ პლეილელი“ პარიზში, „ალბერტ ჰოლი“ ლონდონში, დიდი თეატრი მოსკოვში და ბევრი სხვა. სხვადასხვა პერიოდში „რუსთავმა“ ჩაწერა და გამოსცა 800-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, საეკლესიო საგალობელი და მათი განსხვავებული ვერსიები.
  • 13 ივნისი, კვირა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი - ანსამბლი "ბასიანი"
    13 ივნისს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ ქართული ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს „ბასიანი“. ის შეიქმნა 2000 წელს საქართველოს საპატრიარქოში. 2013 წელს ანსამბლს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა. წარმატებული კონცერტების პარალელურად ანსამბლი მართავს ვორქშოპებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში მსოფლიოს მასშტაბით. ტრადიციული სიმღერების შესრულებასთან ერთად ანსამბლი პერიოდულად მონაწილეობს სხვადასხვა ავან-გარდისტულ პროექტებში, სადაც ქართული ფოლკლორი ერწყმის თანამედროვე მუსიკალურ მიმდინარეობებს.

  • 19 ივნისი, შაბათი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი - ანსამბლი "ერისიონი"
    19 ივნისს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს „ერისიონი“. იგი დაარსდა 1885 წელს. არსებობის 134 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია დიდ წარმატებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1999-2007 წლებში გამოშვებული იქნა საქვეყნოდ ცნობილი შოუ პროგრამები „ქართული ლეგენდა“, „თამარის ლეგენდები“ და „ქარიშხლის ლეგენდები“. ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება და საქართველოს რეგიონებში შექმნილი პროფესიული ხალხური შედევრების დაცვა განაპირობებს ანსამბლის „სამუზეუმო“ სტატუსს.
  • 20 ივნისი, კვირა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი - ანსამბლი "შავნაბადა"
    20 ივნისს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს „შავნაბადა“ ანსამბლი დაარსდა 2005 წელს და მისი სამხატვრო ხელმძღვანელია დავით ცინცაძე. ამჟამად ანსამბლი საქმიანობს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე, გამოცემული აქვს 11 აუდიო ალბომი და ჩატარებული აქვს მრავალი წარმატებული კონცერტი, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ.