საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა



სასქართველოს წამყვანი საგუნდო კოლექტივი, რომელიც ემსასხურება მდიდარი საგუნდო ტრადიციების განვითარებასა და პოპულარიზაციას. მისი რეპერტუარი მოიცავს აკაპელა და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებების ფართო სპექტრს, რომელიც მის აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას განსაზღვრავს.



საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა ქვეყნის წამყვანი საგუნდო კოლექტივია, რომელიც საგუნდო მუსიკის მდიდარი ტრადიციების განვითარებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
სახელმწიფო კაპელა დაარსდა 1947 წელს. სხვადასხვა დროს მისი ხელმძღვანელები იყვნენ გიორგი ხახანაშვილი, ოთარ თაქთაქიშვილი, იანის დუმინში (ლატვია), ჯანსუღ კახიძე, გურამ ბაქრაძე, ბორის პევზნერი (რუსეთი), გივი მუნჯიშვილი. 2011 წლიდან გუნდის მთავარი ქორმაისტერია არჩილ უშვერიძე.
გუნდის რეპერტუარი მოიცავს ა კაპელა და ვოკალურ-სიმფონიური ნაწარმოებების ფართო სპექტრს. მათ შესრულებული აქვთ ი.ს.ბახის, გ.ფ.ჰენდელის, ი.ჰაიდნის, ვ.ა.მოცარტის, ლ.ვ.ბეთჰოვენის, ი.ბრამსის, ფ.შუბერტის, ა.ბრუკნერის, ჯ.ვერდის, გ.ფორეს, კ.ორფის, მ.რაველის, ი.სტრავინსკის და სხვა თანამედროვე კომპოზიტორების შედევრები. ამავე დროს სახელმწიფო კაპელა ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოებების პირველი შემსრულებელი და გამავრცელებელია.
საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში, რომელთა შორისაა საგუნდო მუსიკის თბილისის საერთაშორისო ფესტივალი და საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“.
2014 წელს გუნდი შეუერთდა ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობამ მისცა გუნდს შესაძლებლობა კონცენტრირება მოეხდინა ვოკალურ--სიმფონიურ ქმნილებებზე და შეესრულებინა რამდენიმე ოპერის საკონცერტო ვერსია.
2016 წელს, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელამ თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეარულა ვ.ა.მოცარტის „რეკვიემი“ იერუსალიმში. კონცერტს რომელიც შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა ისრაელელმა დირიჟორმა ამოს ტალმონმა უდირიჟორა.
გუნდისთვის ყველაზე თვალსაჩინო მიღწევად იქცა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალია-საქართველო 2023“-ში მონაწილეობა. მათ თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და სოლისტებთან ერთად შეასრულეს ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ ბელგიის ქალაქ ანტვერპენის დედოფალ ელისაბედის სახელობის საკონცერტო დარბაზის სცენაზე. კონცერტს, რომელსაც ავტორი დირიჟორობდა, დიდი წარმატება და აღიარება ხვდა წილად.