ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
ფესტივალის პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო `ვარსკვლავების” შემოქმედებით თანამშრომლობაზე. ეს არის ფესტივალი, რომელიც განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის.
ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი დაარსდა 2015 წელს თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მიერ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის პირველი გამოშვება ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. იგი ყოველწლიურია და მის ფარგლებში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამოდიოდნენ პოპულარული მუსიკის ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები როგორებიც არიან 'The Manhattan Transfer', 'New York Voices', 'TAKE 6', 'The Swingles', Ivan Lins, Bob James, Patti Austin, Dee Dee Bridgewater, 'The Real Group'. გარდა ამისა, ფესტივალი ეწევა ქართული პოპულარული მუსიკის პოპულარიზაციას და მსმენელს სთავაზობს საინტერესო პროექტებს ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.