თბილისის სიმფონიური ორკესტრი



თბილისის სიმფონიური ორკესტრი წარმოადგენს საქართველოს წამყვან მუსიკალურ კოლექტივს, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს როგორც რეგიონებში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.



თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეიქმნა 1993 წელს. ორკესტრის დამაარსებელია მსოფლიოში სახელგანთქმული დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. 2002 წლიდან თბილისის სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია ცნობილი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი ვახტანგ კახიძე.

ამ ხნის განმავლობაში ორკესტრმა მნიშვნელოვან შემოქმედებით წარმატებებს მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. მან გამართა საკონცერტო ტურნეები საფრანგეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ლუქსემბურგში, იტალიაში, ისრაელში, თურქეთში, პოლონეთსა და რუსეთში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ორკესტრის გამოსვლები ისეთ საყოველთაოდ ცნობილ დარბაზებში როგორიცაა:
ბერლინის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი
შალლე Pლეყელ და თჰეატრე დე ჩჰამპს Eლყსსეე პარიზში
ბაზელის ფილარმონის საკონცერტო დარბაზი
ჟაჰრჰუნდერტჰალლე ფრანკფურტში
პოცდამის Nიკოლაი შაალ
მილანის კონსერვატორიის ვერდის სახელობის საკონცერტო დარბაზი
რომის წმინდა სესილის მუსიკალური აკადემიის საკონცერტო დარბაზი
ანკარის კონგრესის სასახლის დარბაზი
იერუსალიმის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი
ვარშავის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზი
ვროცლავის მუსიკის ეროვნული ფორუმის დარბაზი
მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი
სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი

ორკესტრს მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში შვეიცარიაში, საფრანგეთსა და თურქეთში:
Tibor Varga Festival in Sion
Festival European in Wiltz
Festival Musiquale in Saint Yrieix la Perche
Paleo Festival in Nion
Ankara International Music Festival
Istanbul IS SANAT festival

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან გამოდიოდნენ ისეთი გამოჩენილი მუსიკოსები როგორებიც არიან: მ.როსტროპოვიჩი, ხ.კარერასი, ი.ბაშმეტი, გ.კრემერი, ვ.რეპინი, ნ. ფრეირი, ნ.გუტმანი, ლ.ლეონსკაია, ფ.ლელო, ვ.ტრეტიაკოვი, გ.ჰოფმანი, ა.კნიაზევი, მ.ლეტიეკი, ე.ვირსალაძე, ლ.ისაკაძე, ლ.ბათიაშვილი, ხ.ბუნიათიშვილი და სხვა მრავალი.
ასევე ორკესტრი სცენაზე გამოდის პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად: მ.ლეგრანი, დ.ლოკვუდი, ი.გარბარეკი, მ.ს. პიეტროდარკი, ივან ლინსი, პატი ოსტინი, დი დი ბრიჯვოტერი, ბობ ჯეიმსი, რიჩარდ ბონა, ავიშაი კოენი, ვოკალური ანსამბლები - “თჰე Mანჰატტან თრანსფერ” , “Nეწ Yორკ Vოიცეს”, “თAKE 6” და “თჰე შწინგლეს”.
ორკესტრთან აქტიურად თანამშრომლობენ ცნობილი დირიჟორები და გამოჩენილი თანამედროვე კომპოზიტორები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ორკესტრის საკონცერტო რეპერტუარი ძალზედ მრავალფეროვანია და მოიცავს კლასიკური, რომანტიკული და თანამედროვე მუსიკის შედევრებს.
1993 წელს თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრთან და ქალაქის მერიასთან ერთადBსაფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს “შემოდგომის თბილისი”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მასპინძლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ მუსიკოსებს. ხოლო 2015 წელს, ორკესტრის დამაარსებლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაარსდა ახალი “ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი”, რომელშიც ორკესტრი ასევე აქტიურადაა ჩართული.
თბილისის სიმფონიურ ორკესტრს ჩაწერილი აქვს 150-ზე მეტი ნაწარმოები შONY ჩლასსიცალ და სხვა უცხოური ხმის ჩამწერი კომპანიებისთვის. 2004 წელს თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის აუდიო ჩაწერა.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი სისტემატურად მონაწილეობს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებებში, მართავს კონცერტებს რეგიონებში, აქტიურად უჭერს მხარს ქართული საკომპოზიტორო და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას.