თბილისის სიმფონიური ორკესტრის გასტროლები პოლონეთში


22 მაისი, ოთხშაბათი


26 და 28 მაისს თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით გამართავს კონცერტებს პოლონეთში. 26 მაისის კონცერტი, რომელიც კონცერტი მიეძღვნება საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის დაარსების 10 წლისთავს და ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გაიმართება ვარშავის ეროვნულ ფილარმონიაში.
კონცერტი ჩატარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. ხოლო 28 მაისს კი ორკესტრი გამოვა ვროცლავის ვიტოლდ ლიუტოსლავსკის სახელობის მუსიკის ეროვნულ ფორუმში.
პროგრამაშია ი.სტრავინსკის, ჰ.ვენიავსკისა და ვ.კახიძის ნაწარმოებები. ორკესტრთან ერთად საკონცერტო სცენაზე წარსდგება ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე ანა ჭანია.






უკან დაბრუნება