ბრაზილიისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერტობების დამყარების 25 წლის იუბილე


18 აპრილი, ოთხშაბათი


20 აპრილს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გაიმართება ბრაზილიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურტიერთობების დამყარების 25 წლის აღსანიშნავი საზეიმო კონცერტი, რომელიც საქართველოსში ბრაზილიის საელჩოსა კულტურული ინიციატივაა და ემსახურება ბრაზილიური კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და ბრაზილიელი პიანისტი მარი ანხელეს იგლესიასი შეასრულებენ ჰ.ვილალობოსის, რ.გნატალის, ო.ფერნანდესის, ე.აგუარისა და ე.კრიგერის ნაწარმოებებს.






უკან დაბრუნება