თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ბერლინში


30 სექტემბერი, კვირა


26 სექტემბერს ბერლინის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ირებდნენ სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერლები - იანო ალიბეგაშვილი, ქეტევან ქემოკლიძე, ნინო მაჩაიძე, ნუცა ზაქაიძე, ბადრი მაისურაძე, გიორგი ონიანი, რამაზ ჩიკვილაძე და მიხეილ ქირია. გალა კონცერტს დირიჟორობდა ვახტანგ კახიძე. კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და ღირსეული გამოხმაურება ჰპოვა გერმანულ მედიაში.



1tv.ge/video/nashuadghevs-koncerti-tbilisis-simfoniuri-orkestrisa-da-operis-qartveli-vars






უკან დაბრუნება