Kakhidze Music Center
 

10 თებერვალს ჯანსუღ კახიძის ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება


5 თებერვალი, ორშაბათი


10 თებერვალს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაყურებელს საინტერესო პროგრამას შესთავაზებს, რომელიც გერმანული მუსიკის ბუმბერაზების – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის, რიხარდ ვაგნერისა და რიხარდ შტრაუსის ნაწარმოებებითაა შედგენილი.


ორკესტრს უხელმძღვანელებს მაესტრო გიორგი ჟორდანია, რომელიც შეასრულებს ვაგნერის უვერტიურას ოპერიდან „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“ და შტრაუსის სუიტას ოპერიდან „ვარდის კავალერი“, ხოლო სოლისტის რანგში წარდგება ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, ნიუ იორკის ცნობილი ჯულიარდის საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებული – დავით ალადაშვილი. იგი ბეთჰოვენის მე-3 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ცენტრის სალაროში, ასევე ვებგვერდზე: biletebi.ge



biletebi.ge






უკან დაბრუნება