ევროპალია - საქართველო 2024


16 ნოემბერი, ხუთშაბათი


18 ნოემბერს, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში, დედაფალ ელისაბედის საკონცერტო დარბაზში შედგება თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტი , რომელშიც აგრეთვე მიიღებენ მონაწილეობას ვოკალისტი სოლისტები. კონცერტი ტარდება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "ევროპალია" ფარგლებში, რომელიც წელს საქართველოს კულტურას წარმოაჩენს. კონცერტზე შესრულდება ვახტანგ კახიძის "რეკვიემი". ეს საგასტროლო ტურნე გაიმართება საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.



https://www.facebook.com/imedisdghe/videos/1885932978470733






უკან დაბრუნება