ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი - ანსამბლი 'ერისიონი'

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი

19 ივნისი, შაბათი


19 ივნისს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლს „ერისიონი“. იგი დაარსდა 1885 წელს. არსებობის 134 წლის მანძილზე ანსამბლმა მიაღწია დიდ წარმატებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1999-2007 წლებში გამოშვებული იქნა საქვეყნოდ ცნობილი შოუ პროგრამები „ქართული ლეგენდა“, „თამარის ლეგენდები“ და „ქარიშხლის ლეგენდები“. ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება და საქართველოს რეგიონებში შექმნილი პროფესიული ხალხური შედევრების დაცვა განაპირობებს ანსამბლის „სამუზეუმო“ სტატუსს.



www.biletebi.ge






უკან დაბრუნება